ოზურგეთში მოქალაქე ლევან თავდიშვილს საკუთარი სახლის ეზოში სცემეს.
როგორც თავად ამბობს, მიზეზი ფეისბუქზე ქართული ოცნების შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტია, თავდამსხმელები კი ე.წ ძველი ბიჭები არიან, რომლებსაც სწორედ ხელისუფლება ახალისებს.
"ჩემთვის უცნობი ადამიანები იყვნენ. უბრალოდ დამიძახეს, გამოვედი გარეთ. არც ერთს არ ვიცნობდი. იყო ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარი მუქარები, რომ ჩემთვის არ მარონიებდნენ ქალაქში. ისინი არიან კრიმინალები, რომლებსაც იყენებენ ძალადობის განსახორციელებლად ქვეყანაში". - თქვა მან.
თავდიშვილს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან, მისი აზრით, "აზრი არ აქვს".
ოზურგეთის მერობის ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, გოჩა ძიმისტარიშვილი ამბობს, რომ თავდიშვილი მისი მხარდამჭერია და თავდასხმის ობიექტიც სწორედ ამიტომ გახდა.
"მე იძულებული ვარ, საარჩევნო კამპანია ვაწარმოო ჩუმ რეჟიმში. გაფრთხილებული მყავს მოსახლეობა, მათ შორის, ჩემი მხარდამჭერები, აქტივისტები, რომ არ მოიწონონ ჩემი კრიტიკული პოსტები ხელისუფლების მიმართ, რადგანაც ჩემთვის მთავარია მათი უსაფრთხოება. ჩემი პოსტების მოწონების გამო მოქალაქეების დაშინებამ ბოლო რამდენიმე დღეა, სისტემატური ხასიათი მიიღო". - ამბობს ძიმისტარიშვილი.
ოზურგეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძეა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ოზურგეთში ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები ზეწოლაზე აქტიურად საუბრობენ.